“ნიკა მელია ახლა ციხეშია. ზურაბ ჯაფარიძე მასზე ადრე დააპატიმრეს.
მათი “დანაშაული”? – უარი თქვეს “ქართული ოცნების” მიერ კონტროლირებადი “გამოძიების” ლეგიტიმაციაზე – საბჭოთა სტილის კომიტეტის, რომელიც ოპოზიციის წინააღმდეგ იყო მიმართული. ეს არ არის იზოლირებული. ეს სისტემატურია.
“ქართული ოცნება” ახლა მეთოდურად აპატიმრებს და ანადგურებს საქართველოს პროევროპულ ოპოზიციას – ისევე როგორც პუტინმა გააკეთა რუსეთში.
დასავლეთმა ახლავე უნდა უპასუხოს – ან უყუროს, თუ როგორ ეშვება საქართველო სრულად ავტოკრატიასა და დიქტატურაში” – წერს ევროპული სამეზობლო საბჭოს (ENC) მრჩეველი ტერე ჰელანდი X-ზე