“ტერაქტის მოწყობა ტელეგრამით შემომთავაზეს” – ერთერთი დაკავებული

მოსკოვში მომხდარი ტერაქტისთვის დაკავებულთაგან ერთერთმა განაცხადა, რომ ტერაქტის მოწყობა მას ტელეგრამით შესთავაზეს. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
დაკითხვის ვიდეო “რაშა თუდეის” მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა გაავრცელა. დაკავებულის თქმით, მას “მქადაგებლის თანაშემწე” დაუკავშირდა. მისივე განცხადებით, მისცეს ტერაქტის განხორციელების კოორდინატები, ადამიანების “განურჩევლად” დახოცვა უბრძანეს და შეთანხმებული თანხის ნაწილი გადაურიცხეს. მას სულ დაახლოებით მილიონი რუბლის გადახდას დაჰპირდნენ.
დააკვებულმა ასევე თქვა, რომ “მქადაგებლის გაკვეთილებს” ტელეგრამით უსმენდა.
“მისმა თანაშემწემ სახელის, გვარის და ყველაფრის გარეშე მომწერა, დაახლოებით ერთი თვის წინ. თავიდან უბრალოდ, მომესალმა. შემდეგ ფულის სანაცვლოდ ასეთი მკვლელობები შემომთავაზა. ადგილი ჩამიგდეს” – განაცხადა მან.

ასევე დაგაინტერესებთ

ფიქრია ჩიხრაძე – გადაუდებლად აუცილებელია, სინდისის პატიმრები გათავისუფლდნენ, ხელისუფლების წარმომადგენლები ერთხელაც არ შეხვედრიან მშობლებს ან ადვოკატებს – ვინმეს მათთან დიალოგი კი არ ენატრება, მაგრამ უნდა დაიწყოს ლაპარაკი