ტერაბანკი რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერ საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს

ტერაბანკმა სტრატეგიული მიმართულების, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს საქმიანობების განვითარებისა და გაფართოების ახალი შესაძლებლობები გააცნო. საინფორმაციო შეხვედრები 10, 12 და 13 ივნისს ბათუმში, ზუგდიდსა და ქუთაისში გაიმართა და მათ 200-მდე სტუმარი დაესწრო.
შეხვედრების მიმდინარეობისას მცირე და საშუალო ბიზნესის ადგილობრივმა წარმომადგენლებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამების, ტერაბანკისა და ტერა ლიზინგის შესაბამისი პროდუქტების შესახებ. ღონისძიებებს ტერაბანკის, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და ტერა ლიზინგის სპიკერები უძღვებოდნენ. მათ სტუმრებს დაწვრილებით გააცნეს გირაოს საგარანტიო სქემის, Start up სესხებისა და უგირავნო ბიზნეს სესხების პირობები, ექსპორტის მხარდამჭერი და საკონსულტაციო ცენტრების სერვისები, ტერა ლიზინგისა და სახელმწიფო პროგრამების შეთავაზებები მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის.
„ჩვენთვის სასიხარულოა, რომ უკვე ტრადიციად ქცეული შეხვედრები მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლების მხრიდან დიდ დაინტერესებას იწვევს, განსაკუთრებით კი რეგიონებში. ამგვარ ღონისძიებებს, დეტალურ და სიღრმისეულ ინფორმირებას, მართლაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ბიზნეს საქმიანობების განვითარებასა და ახალი შესაძლებლობების გამოყენებაში“, – აცხადებენ ტერაბანკში.
ტერაბანკის ინიციატივით, მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდასაჭერად, საინფორმაციო შეხვედრები მთელი საქართველოს მასშტაბით რეგულარულად ტარდება. ღონისძიებების ძირითადი საკითხები სწორედ დაფინანსების არსებული შესაძლებლობები, სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამები, მათი სპეციფიკა, შეთავაზებები და სხვა აქტუალური თემებია. ტერაბანკი, რომლისთვისაც მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მდგრადი პრიორიტეტია, ინიციატივის განხორციელებას სამომავლოდაც განაგრძობს.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: ქვემოთ მომყავს იმის დამადასტურებელი სურათი, რომ მართლაც მხოლო 95 ადამიანმა მოიწონა, არა და “იმედში” 500 კაცი მუშაობს, ხოლო მთელ ჰოლდინგში ათსზე მეტი. ამაზე სამარცხვინო ამბავი რა უნდა შეგემთხვეს?

მეუფე იაკობი: თან გვაბრალებენ… ისევე, როგორც ეკლესიას რუსობას გვაბრალებენ, თვითონ არიან რუსებიც და ყველაფერი თვითონ არიან, რასაც გვაბრალებენ. ქრისტიანები თუ ხართ ხელისუფლებაში, შერიგებაზე ვიფიქროთ…