“ტენერიფემ” საბერძნეთში “კოლოსოსი” შერმადინის ლიდერობით გაანადგურა

ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მეორე მატჩი მოიგო “ლაგუნა ტენერიფემ”, რომლის ღირსებასაც გიორგი შერმადინი იცავს. ქართველი ცენტრი საბერძნეთში გამართული მე-2 ტურის მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. შერმადინმა ტენერიფელებს “კოლოსოსთან” ულიდერა და იოლი გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა.
“ტენერიფემ” “კოლოსოსი” 71:47 დაამარცხა, შერმადინმა კი 20:49 წუთი ითამაშა, რა დროშიც 9 სროლიდან 8 ჩააგდო. გიორგიმ 2-დან 1 საჯარიმოც ჩააგდო და 17 ქულა მიითვალა, რასაც 4 მოხსნა და 1 ჩაჭრაც მოაყოლა. შერმადინის შემდეგ ტენერიფელთაგან საუკეთესო შედეგი ბრუნო ფიტიპალდოს ჰქონდა, რომელმაც 13 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა.
2 მოგებითა და წაუგებლად “ტენერიფე” ჩემპიონთა ლიგის C ჯგუფს ლიდერობს. მე-3 ტურში “ტენერიფე” ისევ გასვლაზე, საფრანგეთში ითამაშებს, სადაც 29 ოქტომბერს “სენტ კუენტინს” შეხვდება.