ტელეკომპანია რუსთავი 2 სატელევიზიო დებატებს იწყებს

„ფინანსური გამჭვირვალობა თუ პოლიტიკური კონტროლი?! საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი კითხვა და განსხვავებული პასუხები ერთ სივრცეში” – ტელეკომპანია რუსთავი 2 სატელევიზიო დებატებს იწყებს.
ამის შესახებ ტელეკომპანიის ფეისბუქ გვერდიდან გახდა ცნობილი. დღეს, 2 თებერვალს გადაცემის პირველი სტუმრები , სოზარ სუბარი, , კოტე ჟღენტი და ნინო ჩხობაძე იქნებიან.
როგორც რუსთავი 2 წერს, პარტიამ “გახარია საქართველოსთვის” 2-დღიანი მოლაპარაკებების შემდეგ უარი განაცხადა სატელევიზიო დებატებში მონაწილეობაზე. აღნიშნულის თაობაზე სულ ცოტა ხნის წინა განცხადება გაავრცელა პარტიამაც და სატელევიზიო დებატებს ფარსი და პროპაგანდის გაგრძელება უწოდა: „ის, რაც რუსთავი 2-მა 2 თებერვლის დებატების სახით შემოგვთავაზა, სადაც „ოცნებას“ საკუთარი სატელიტი პარტიების დასწრება სჭირდება – დებატების ნაცვლად ფარსი და პროპაგანდის გაგრძელებაა”.
ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი დებატების დაბრუნების ინიციატივით 22 იანვარს გამოვიდა. ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებულ ვრცელ პოსტში წერდა, რომ დისკუსია მნიშვნელოვანია, რათა საზოგადოებამ მოისმინოს განსხვავებული აზრი, გააანალიზოს და არჩევანი გააკეთოს.
ოცნების პრემიერის თქმით, 2008 წლიდან „დიპ სტეიტის“ გავლენების გაძლიერების ფონზე საზოგადოებას „შესთავაზეს ხელოვნურად წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრის გზები, წაართვეს არჩევანის საშუალება და ყურადღება რეალური პრობლემებიდან აბსურდულ საკითხებზე გადაატანინეს, რითაც ჯანსაღი დებატები გაქრა“.