ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში გასული სიუჟეტი არაფერია, თუ არა რეალობის სრული დამახინჯება

„ოპოზიციის პარტიული ტელევიზიის ეთერში გუშინ გასული მორიგი სიცრუით პირველ რიგში, შეურაცხყოფა მიაყენეს რუსთავის მერიის მთელ გუნდს. პარალელურად სიყალბე, რომელიც გუშინ „მთავრის“ ეთერში ვიხილეთ არის რუსთავში წინასაარჩევნო სიტუაციის დაძაბვის მცდელობა“- ამის შესახებ რუსთავის მერმა, მ რუსთავის მერიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში გუშინ გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა, რომელთა მტკიცებით “ქართული ოცნების” დავალებით, მეეზოვეებს პირადობის მოწმობები ჩამოართვეს.
როგორც ნინო ლაცაბიძე განმარტავს, რუსთავსერვის ცენტრში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ თანამშრომლებთან ხელშეკრულების განახლება ხდება ეტაპობრივად, ხოლო ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ, დასაქმებულებს უწევთ გარკვეული დოკუმენტების, მათ შორის, პირადობის მოწმობების წარმოდგენა, რასაც საერთო არაფერი აქვს საარჩევნო პროცესებთან.
მისივე თქმით, პარტიულმა ტელევიზიამ კონტექსტიდან ამოჭრილი ფრაზებით დაამახინჯა რეალობა. აქვე, ნინო ლაცაბიძე „მთავარ არხს“ მოუწოდებს, მოსახლეობას აჩვენოს უწყვეტი კადრი.
„გვინდა გამოვეხმაუროთ ოპოზიციის პარტიული ტელევიზიების მხრიდან მორიგი ბინძური კამპანიის აგორების მცდელობას რუსთავში. ტელეკომპანია „მთავარი“ ამჯერად რუსთავის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებით მანიპულირებას შეეცადა. დღეს განცხადებას ვაკეთებ, როგორც „ქართული ოცნების“ რუსთავის საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელი და როგორც რუსთავის მერი. ოპოზიციის პარტიული ტელევიზიის ეთერში გუშინ გასული მორიგი სიცრუით პირველ რიგში, შეურაცხყოფა მიაყენეს რუსთავის მერიის მთელ გუნდს. პარალელურად სიყალბე, რომელიც გუშინ „მთავრის“ ეთერში ვიხილეთ არის რუსთავში წინასაარჩევნო სიტუაციის დაძაბვის მცდელობა.
რუსთავის მერიაში დასაქმებული ადამიანები ვართ ერთი გუნდი და ყოველდღიურად ვემსახურებით ჩვენს ქალაქს და ჩვენს ქვეყანას და შესაბამისად არავის მივცემთ უფლებას, რომ შეურაცხყოფა მიაყენონ ჩვენს თანამშრომლებს. ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში გუშინ გასული სიუჟეტი არაფერია, თუ არა კონტექსტიდან ამოჭრილი ფრაზებით რეალობის სრული დამახინჯება.
იმისთვის, რომ ოპოზიციური ტელეკომპანიის მორიგმა სიცრუემ შეცდომაში არ შეიყვანოს ჩვენი ქალაქის და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა განვმარტავთ, რომ ა(ა)იპ-ი რუსთავსერვის ცენტრში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ თანამშრომლებთან ხელშეკრულების განახლება ხდება ეტაპობრივად კონკრეტული ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შესაბამისად, რისთვისაც დასაქმებულებს უწევთ გარკვეული დოკუმენტების წარმოდგენა, მათ შორის, ვალიდური პირადობის მოწმობების და უწევთ ხელმოწერის გაკეთება განახლებულ ხელშეკრულებაზე. ამ რუტინულ პროცედურას არაფერი აქვს ნამდვილად საერთო საარჩევნო პროცესებთან.
ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში გასულ სიუჟეტში რუსთავსერვის ცენტრის თანამშრომელი ქალბატონის მიერ ჩამოთვლილი ადამიანებიდან არცერთი არ არის და არც ყოფილა დასაქმებული რუსთავსერვის ცენტრში. ქალბატონი პასუხობდა ჟურნალისტის მხრიდან დასმულ სულ სხვა შინაარსის კითხვას, რის შემდეგაც პარტიულმა ტელევიზიამ კონტექსტიდან ამოჭრილი ფრაზებით დაამახინჯა რეალობა. ინტერვიუს დროს რამდენიმეჯერ გაჭრილი კადრი ფალსიფიკაციის ნათელი დადასტურებაა და აქვე, „მთავარ არხს“ მოვუწოდებ მოსახლეობას აჩვენოს უწყვეტი კადრი. კიდევ ერთხელ გვინდა განვაცხადოთ, რომ აღნიშნული განმარტება კეთდება მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნით, რომ ხელი შევუშალოთ ოპოზიციის პარტიული ტელევიზიების მორიგ მცდელობას, გაავრცელონ სიცრუე“-განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პოლკოვნიკი ლოურენს უილკერსონი: საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი კარგად განათლებულია და გესმით რა ხდება. ეს ქაოსი ამერიკის დამსახურებაა. ჩემი აზრით ეს ქაოსი საქართველოში ამერიკის ბრალია, თავი რომ გაგანებოთ ყველაფერი მოგვარდებოდა