ტელევიზიის გახსნის სიმარტივით საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა, სადაც პოლიტიკურად თუ ფინანსურად ანგაჟირებული პირები თუნდაც მხოლოდ იმიტომ აფუძნებენ ტელევიზიებს, რომ შემდეგ ინდულგენციად და საკუთარი დანაშაულის დასაფარად გამოიყენონ

ტელევიზიის გახსნის სიმარტივით საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა, სადაც პოლიტიკურად თუ ფინანსურად ანგაჟირებული პირები თუნდაც მხოლოდ იმიტომ აფუძნებენ ტელევიზიებს, რომ შემდეგ ინდულგენციად და საკუთარი დანაშაულის დასაფარად გამოიყენონ
შეგახსენებთ კიდევ ერთ მოცემულობას – ტელევიზიის გახსნის სიმარტივით საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა და ესეც რომ არა, საქართველო არის ქვეყანა, სადაც პოლიტიკურად, თუ ფინანსურად ანგაჟირებული პირები თუნდაც მხოლოდ იმიტომ აფუძნებენ ტელევიზიებს, რომ შემდეგ ინდულგენციად გამოიყენონ და საკუთარი დანაშაულის დასაფარად, ტელევიზიის დამფუძნებლისა, თუ მფლობელის მანტიას ამოეფარონ, ხოლო ის ფაქტი, რომ კანონი და ვალდებულებები მათზეც ვრცელდება, თავისუფალი მედიის წინააღმდეგ ბრძოლად გაასაღონ, – ვკითხულობთ ფილოსოფოს, ზაზა შათირიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილში.
ზაზა შათირიშვილის განცხადებით, ევროპაში გამონაკლისი ქვეყნების გარდა, ყველა სახელმწიფო, თუ ორგანიზაცია „დიფ სთეითის“ მიერ ტოტალურად კონტროლდება.
„„რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ აზრით, ასეთი რამ ხდება ქვეყანაში, სადაც თურმე ბიძინა ივანიშვილს პრესის თავისუფლება აქვს მიტაცებული. საქართველოში დღეს ქართულ საზოგადოებას იმას რომ ეტყვი, თითქოს აქ სიტყვის თავისუფლება იზღუდება, ამით ყველაფერი ნათქვამია…
ამ ოქსიმორონზე ალბათ არც გავამახვილებდი ყურადღებას, რომ არა ერთი განსაკუთრებული მნიშვნელობის გარემოება, რაც ამ აბსურდს ლოგიკურ ახსნას უძებნის. საქმე ის გახლავთ, რომ როგორც მოგეხსენებათ, ევროპაში და არა მხოლოდ, რამდენიმე გამონაკლისი ქვეყნის (მაგ. უნგრეთი, ) გარდა, მედია, ისევე როგორც ამ სფეროსთან დაკავშირებული საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“, ტოტალურად კონტროლდება „დიფ სთეითის“ მიერ“,- ვკითხულობთ ზაზა შათირიშვილის წერილში.

ასევე დაგაინტერესებთ

ყველაზე დიდი უტიფრობა ის არის, რომ ბიძინა ივანიშვილს დააბრალო მედიის მიტაცება-შეზღუდვა, ადამიანს რომლის პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ მედია საშუალებები არამარტო განთავისუფლდა პოლიტიკური წნეხისგან, უმეტესობა თავის კუთვნილ მეპატრონეს დაუბრუნდა