ტელეგრამში შამილ ბასაევის გამართლებისთვის რუსებმა აფხაზი დააკავეს

რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) თანამშრომლებმა დააკავეს სა და ს მოქალაქე, რომელიც თავის Telegram არხზე შამილ ბასაევზე დადებით კონტექტსში წერდა.
უწყების განცხადებით, “აფხაზეთის ტერიტორიაზე მყოფმა ადგილობრივმა მცხოვრებმა საკუთარ Telegram არხზე გამოაქვეყნა პუბლიკაციების სერია, რომელიც მიმართული იყო ბასაევის, როგორც უკანონო შეიარაღებული ფორმირების მეთაურის, საჯარო გამართლებასა და პროპაგანდაზე, რომელიც დაკავშირებულია ჩეჩნეთის რესპუბლიკაში 1991-2006 წლებში მიმდინარე ტერორისტული საქმიანობის გამართლებასთან. ФСБ-ის სამხრეთ ოლქის გამომძიებელმა განიხილა აღნიშნული პირის საქმე და დააკავა ის ტერორისტული საქმიანობის გამართლებისა და პროპაგანდის ბრალდებით. ამ მუხლით სასჯელი გათვალისწინებულია 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა”.
ბასაევთან დაკავშირებული ბოლო ინციდენტი აფხაზეთში რამდენიმე თვის წინ მოხდა, როდესაც „აფხაზეთის გმირის“, შამილ ბასაევის ფოტო აფხაზეთის “სახელმწიფო მუზეუმში” გამოფინეს. მაშინ ფაქტს სოხუმში რუსეთის საელჩო გამოეხმაურა და თქვა, რომ მიუღებელია ტერორისტის პორტრეტის გამოფენა მუზეუმში.
შამილ ბასაევს 1992-93 წლების აფხაზეთის ომში განსაკუთრებული დამსახურებისთვის დე ფაქტო რესპუბლიკის პირველმა პრეზიდენტმა, ვლადისლავ არძინბამ „აფხაზეთის გმირის“ წოდება მიანიჭა.
ბასაევი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არაერთი ტერორისტული აქტის ორგანიზატორად სახელდება. მან ასევე საკუთარ თავზე აიღო ბესლანში სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგების მძევლად აყვანაზე პასუხისმგებლობა, რომლის შედეგადაც რამდენიმე ასეული ადამიანი, მათ შორის ბავშვი დაიღუპა.

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა – ელექტროგადამცემი ხაზი „კავკასიონის“ დაზიანების მიზეზი, წინასწარი მონაცემებით, ხანძრის კერა გახდა – ელექტროენერგიის მიწოდება მომხმარებლის 90%-ს შეუწყდა