ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო – მოსკოვში მომხდარ თავდასხმაში ტაჯიკეთის მოქალაქეების მონაწილეობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა

მოსკოვში მომხდარ თავდასხმაში ტაჯიკეთის მოქალაქეების მონაწილეობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა, – ამის შესახებ ინფორმაციას ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„ხაზს ვუსვამთ, რომ ტაჯიკეთის მხარეს ტაჯიკეთის მოქალაქეების მონაწილეობის შესახებ ამჟამად გავრცელებულ ყალბ ინფორმაციასთან დაკავშირებით ს ოფიციალური ხელისუფლებისგან არანაირი დადასტურება არ მიუღია. ამასთან დაკავშირებით, გთხოვთ, რუსეთის სამთავრობო ხელისუფლების მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციას დაეყრდნოთ“, – აცხადებს ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ტაჯიკეთის საგარეო უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ გადაუმოწმებელმა ინფორმაციამ შეიძლება ტაჯიკეთის მოქალაქეებისთვის ზიანის მიყენება გამოიწვიოს.
ცნობისთვის, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის განცხადებით 11 ადამიანი დააკავეს, მათ შორის 4 „კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებულ თავდასხმაში მონაწილეობდა. რუსულმა მედიამ 4 ეჭვმიტანილის ვინაობა გაავრცელა, რომლის მიხედვით, ისინი ტაჯიკეთის მოქალაქეები არიან.