ტაჯიკეთის ნაკრებს სათავეში გელა შეყილაძე ჩაუდგა

ტაჯიკეთის ფეხბურთის ფედერაცია იტყობინება, რომ მათი ქვეყნის ნაკრების მწვრთნელად 53 წლის გელა შეყილაძე დანიშნეს, რომელიც აქამდე პეტარ სეგრტის თანაშემწე იყო.
შეყილაძის ასისტენტი თამაზ ბოკერია იქნება. ის აგრეთვე სეგრტის სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა.
შეყილაძე ბთუმის “დინამოში”, “ლიერსში”, “რუზელარეში”, კიევის “არსენალსა” და ცსკა-ში თამაშობდა, შემდეგ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელის თანაშემწე იყო, მუშაობდა “პერსირესეში”, “მაკასარში”, “ზვეზდა გრადაჩაცში”, ავღანეთისა და მალდივის ნაკრებებში.
ტაჯიკეთის ეროვნული გუნდი აზიის 2024 წლის თასზე 1/4-ფინალში გავიდა, სადაც იორდანიასთან 0:1 დამარცხდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში