ტაშკენტში ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საერთაშორისო გადაზღვევის ერთობლივი შესაძლებლობების შესახებ

ყაზახეთი, უზბეკეთი, აზერბაიჯანი და საქართველო – ქვეყნების წამყვანმა სადაზღვევო და გადამზღვევმა კომპანიებმა თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს.
თანამშრომლობის მიზანი რეგიონსა და ცენტრალურ აზიაში მოქმედი სადაზღვევო და გადამზღვევი კომპანიების შესაძლებლობების გაზრდა, რისკების დაცვის ხარისხის გაუმჯობესება და ერთობლივი გადაზღვევის პორტფელის შექმნაა.
მემორანდუმს ხელი 2023 წლის 23 დეკემბერს უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში მოეწერა. ხელმომწერები კავკასიის რეგიონსა და ცენტრალურ აზიაში ლიდერი სადაზღვვეო და გადამზღვევი კომპანიები, აზ რე, აპექს ინშურანსი, ჰალიკი და ალდაგი არიან.
ღონისძიებას ადგილობრივი და საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიები (ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან) ესწრებოდნენ.
მემორანდუმის შედეგად ხელმომწერი მხარეები შეძლებენ, ბაზრის საჭიროებიდან გამომდინარე ერთიანი ძალებით გააუმჯობესონ და განავითარონ რისკების მართვის ხარისხი ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონში.
თანამშრომლობის ფარგლებში, სადაზღვევო კომპანიებს, შესაძლებლობა ექნებათ, მეზობელი ქვეყნების ბაზარზე მაღალი ხარისხის სადაზღვევო პროდუქტით პოზიციონირდნენ.
„მემორანდუმის ხელმოწერა, საშუალებას მოგვცემს უზრუნველვყოთ ფასების პოლიტიკის სინქრონიზაცია ყაზახეთსა და ჩვენი მეზობელი ქვეყნების სადაზღვევო კომპანიებს შორის, რაც გულისხმობს მივიღოთ მეტი სადაზღვევო რისკი და პრემია, კაპიტალიზაციისა და ექსპერტიზის დონე და ა.შ. მემორანდუმში მონაწილე სადაზღვევო კომპანიების დაზღვეულები, დაექვემდებარებიან ერთიან სადაზღვევო პირობებს, თუ მზღვეველი საერთაშორისო ბაზარზე ბიზნესის გაფართოებას გადაწყვეტს.
გაფართოება, თავის მხრივ მნიშვნელოვან უპირატესობებს გულისხმობს დაზღვეულისთვის. მემორანდუმში მონაწილე სადაზღვევო კომპანიების მიმართულებები ოთხი ქვეყნის მასშტაბით მოიცავს უძრავი ქონების, ბუნებრივი კატაკლიზმებისა და უბედური შემთხვევების, მშენებლობის, ელექტროენერგიისა და ნავთობის წარმოების, ფინანსებისა და სხვა რისკებისგან დაზღვევას.
აღნიშნულის ფარგლებში, დაზღვევის საბაზისო თანხა 45მლნ დოლარია, რაც საკმარისია რეგიონული თვალსაზრისით, თუმცა ვგეგმავთ, რომ 2024 წლის ბოლოსთვის აღნიშნული კვოტა 100მლნ დოლარამდე გაიზარდოს“- აცხადებს სადაზღვევო კომპანია ჰალიკის თავმჯდომარე, აბდირ კაისარი;
„მემორანდუმის მონაწილეების რესურსების გაერთიანებამ 45მლნ. დოლარი შეადგინა, შემდგომი გაფართოებისთვის აღნიშნული 100მლნ. დოლარამდე გაიზრდება, რაც ითვალისწინებს გაფართოებას მსოფლიო მასშტაბით, დაზღვევისა და გადაზღვევის პროცესში ჩაერთვებიან პოტენციური პარტნიორები და მონაწილეები,“ – ანდრეი კომარკოვსკი, Marsh LLP (დაზღვევის ბროკერები) გენერალური მენეჯერი;