ტაქსის მძღოლებს, რომლებიც 2025 წლის 1-ელ ნოემბრამდე მგზავრებს ლიცენზიის გარეშე ან სანებართვო პირობების დარღვევით ემსახურებოდნენ და დაჯარიმდნენ, თანხა ჩამოეწერებათ
ტაქსის მძღოლებს, რომლებიც 2025 წლის 1-ელ ნოემბრამდე მგზავრებს ლიცენზიის გარეშე ან სანებართვო პირობების დარღვევით ემსახურებოდნენ და დაჯარიმდნენ, ჯარიმები და საურავები ჩამოეწერებათ.
შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით უკვე მიიღო.
საუბარია ათასობით ადმინისტრაციულ საქმეზე და 8 მილიონ ლარამდე ჯარიმაზე.



