უაზრო ბრალდებაა, საერთოდ აქ არ უნდა ვისხდეთ, – ამის შესახებ ფიროსმანის ქუჩაზე ტატო ფირცხალაიშვილის მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულმა დავით მაჭარაშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ყველა მათგანი ტყუილადაა დაკავებული.
„ნასამართლევიაო რომ ამბობს პროკურორი, დანა არასდროს მქონია, იარაღზე გამართლებული ვარ. ეს არის გამოძიება და პროკურატურა? ეს გამოიძიეთ, რომ ჩვენ ვართ დამნაშავეები? რატომ უნდა გამიშვან ციხეში?” – განაცხადა მაჭარაშვილმა.
მისი ადვოკატის განმარტებით, მაჭარაშვილმა შემთხვევის ადგილზე თავზე 4 ჭრილობა აქვს მიღებული, თავადაც სისხლი მოსდიოდა და ვერაფერს დაინახავდა.
ბრალს არ აღიარებს არც მკვლელობაში ბრალდებული და არც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულები აღიარებენ.




