ტატო კოტეტიშვილის ფილმი “წმინდა ელექტროენერგია” ლოკარნოს კინოფესტივალის გამარჯვებულია

ტატო კოტეტიშვილის ფილმი “წმინდა ელექტროენერგია” ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზე ოქროს ლეოპარდით დაჯილდოვდა.
“გვსურს დიდი მადლობა გადავუხადოთ ჟიურის არაჩვეულებრივ წევრებს, ჩვენს გუნდს და ჩვენს მხარდამჭერ აუდიტორიას. თქვენი თანადგომა ძალიან ბევრს ნიშნავს. ეძღვნება ქართულ კინომოძრაობას: “ქართული კინო საფრთხეშია”, – აცხადებენ ფილმის პროდიუსერები Nushi film-დან.
“მინდა ეს ფილმი ქართულ კინოსაზოგადოებას მივუძღვნა, რომელიც სავსეა საინტერესო და ნიჭიერი ადამიანებით, თუმცა ახლა ძალიან რთული დროა [საქართველოში], რადგან კინოინდუსტრიის შემოქმედი ადამიანების უმეტესობა ბოიკოტში იმყოფება ეროვნული კინოცენტრის მიმართ, არავინ უსმენს მათ. ამის გამო ვერ იღებენ ბევრ მნიშვნელოვან ფილმებს. ვისურვებდი ყველა ამ ნეგატიურის სწრაფად დასრულებას, კარგი შედეგებით და უფრო და უფრო მეტ კარ ქართულ ფილმს ვიხილავთ”, – თქვა რეჟისორმა ჯილდოს მიღების შემდეგ.
წყარო: “ნეტგაზეთი”