ტატო გრიგალაშვილი ოლიმპიადის მერვედფინალში გავიდა

ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) პირველ შეხვედრაში გაიმარჯვა და პარიზის ოლიმპიადის 1/8 ფინალში გადავიდა. ის მოლდოველ მეტოქეს დაუპირისპირდა. მოლდოველმა სპორტსმენმა აკრძალული ილეთი დამატებით დროში შეასრულა, რის გამოც მსაჯებმა ის ტურნირიდან მოხსნეს.
რაც შეეხება ეთერ ასკილაშვილს (63 კგ) – ის სლოვენიელ ანდრეია ლესკის დაუპირისპირდა და დამარცხდა. მან სადებიუტო ოლიმპიადაზე ასპარეზობა დაასრულა.
ცნობისთვის, ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან სპორტის 10 სახეობაში (ბატუტზე ხტომა, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა, თავისუფალი სტილით ჭიდაობა, კრივი, მძლეოსნობა, ტყვიის სროლა, ფარიკაობა, ცურვა, ძალოსნობა, ძიუდო) 28 სპორტსმენი ასპარეზობს.

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანა ლიურმანი – ქართველები ევროკავშირის წევრობაზე ოცნებობენ – სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობა ქართველებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე აფერხებს