ტატო გრიგალაშვილი ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალს დაეუფლა

პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა.
პირველ წრეში ჩვენებური მოლდოველ მიხაელ ლატიშევს დაუპირისპირდა. მოლდოველმა აკრძალული ილეთი დამატებით დროში შეასრულა, რის გამოც მსაჯებმა ვიდეოგამეორების შემდეგ ტურნირიდან მოხსნეს.
მერვედფინალში ქართველმა ძიუდოისტმა ავსტრიის სახელით მოასპარეზე ვახიდ ბორჩაშვილი ვაზარით დაამარცხა.
მეოთხედფინალში გრიგალაშვილი 28 წლის ტაჯიკ სომონ მახმადბეკოვს შეხვდა და დამატებით დროში ვაზარით სძლია.
ნახევარფინალში ტატომ, რომელსაც ორი გაფრთხილება ჰქონდა, სამხრეთკორეელი ჯიონვან ლი დამატებით დროში, შეხვედრის მეცხრე წუთზე ვაზარით დაამარცხა.
საქართველოს დელეგაციამ პირველი მედალი მოიპოვა. ხვალ ტატამზე ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური (90 კგ) გავა.
გუჯეჯიანი უნდა წავიდეს @ ასე უაზრო ჭიდაობები მე არ მახსოვს ჩვენი ძიუდოისტების ყველა თითქოს მეტოქის ილეთს ელოდებოდა აქაც ცტატოს ჩავლებული ქონდა ქამარში ხელი და იმის მაგივრად რომ ილეთზე წასულიყო დაიხარა და იდგა ასე ხელჩაკიდებული და ამდენს იაპონელი კი არა ზიმბაბველი არ დაგაცდის @