ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია

უნგრეთში მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. -81 კგ წონით კატეგორიაში, ფინალი ქართველმა ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე ტიმურ არბუზოვთან დათმო და ვიცე-ჩემპიონი გახდა.
ფინალამდე მან თურქი ვედათ ალბაირაქი, ბულგარელი გეორგი გრამატიკოვი და ბელგიელი მატიას კესი დაამარცხა, ნახევარფინალში კი აზერბაიჯანელ ზელიმ ცკაევს სძლია.
ვერცხლის მედალთან ერთად, ტატომ გააუმჯობესა პირადი რეკორდი, ის გახდა პირველი ქართველი ძიუდოისტი, რომელმაც ზედიზედ მეხუთედ იჭიდავა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში.
მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი მედალია. ეთერ ლიპარტელიანმა (-57 კგ) ფინალში იაპონელი მომო ტამაოკი დაამარცხა და პირველი ქართველი ძიუდოისტი ქალი გახდა, რომელმაც სენიორებს შორის ოქროს მედალი მოიპოვა.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე შიო – არ ყოფილა მსუბუქი კათოლიკოს-პატრიარქობის მრავალწლიანი ღვაწლი – უწმინდესი თითქოს გარდაცვალების შემდეგაც განაგრძობს ერის მოქცევას, გაერთიანებას, კათოლიკოს-პატრიარქმა ახალი სიცოცხლე შთაბერა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას