ტატა ხვედელიანი – მიხეილ სააკაშვილმა დანაშაული სადაც ჩაიდინა, სასჯელი იქ უნდა მოიხადოს – სააკაშვილი სასათბურე პირობებში იყო, მისი პენიტენციურ სისტემაში გადაყვანა მისასალმებელია

[მიხეილ სააკაშვილმა] დანაშაული სადაც ჩაიდინა, სასჯელი იქ უნდა მოიხადოს – ღიმილის მომგვრელია, რომ სხვა ქვეყანას დააბრალო, თურმე, ყოფილი პრეზიდენტი რძის კონტეინერში ჩასვეს და საქართველოში გამოუშვეს, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ტატა ხვედელიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, როგორ შეაფასებდა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის განცხადებას, რომ „მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში წაყვანა მათი დღის წესრიგის ნაწილია“.
მისი თქმით, ის, რომ პენიტენციურ სისტემაში გადაიყვანეს, ეს არის მისასალმებელი.
სასათბურე პირობებში იყო და მის მიმართ უპრეცედენტო დამოკიდებულება იყო, რადგან ქვეყანაში უამრავი პოლიტპატიმარია და მას განსხვავებული პირობები ჰქონდა. ის, რომ მიხეილ სააკაშვილი პენიტენციურ სისტემაში გადაიყვანეს, ეს არის მისასალმებელი. მოხდება თუ არა მისი გადაყვანა უკრაინაში და როგორ მოხდება ეს, დამოკიდებული იქნება შესაბამის უწყებაზე. სადაც მან დანაშაული ჩაიდინა, სასჯელი იქ უნდა მოიხადოს. ღიმილის მომგვრელია, რომ სხვა ქვეყანას დააბრალო, თურმე, ყოფილი პრეზიდენტი რძის კონტეინერში ჩასვეს და საქართველოში გამოუშვეს“, – განაცხადა ხვედელიანმა.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, სააკაშვილის საქართველოდან გადაყვანის საკითხი უკრაინის დღის წესრიგის ნაწილია, რომელზეც აქტიურად მუშაობს. მან საქართველოს ხელისუფლებას მიმართა, მისცენ უკრაინას საშუალება, რომ სააკაშვილი თუ უკრაინაში არა, სხვა ქვეყანაში მაინც გადაიყვანონ სამედიცინო მიზნებით.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი: საია პოლიტიკური აქტივიზმით დაკავებული ორგანიზაციაა, ეჭვი მეპარება, პოლიტიკური მიზნების გარდა სხვა მიზნები ამოძრავებდეთ, თუმცა ქუჩაში წივილ-კივილს ყოველთვის სჯობს, სასამართლოში წახვიდე და განაჩენს დაელოდო

მიხაილ გალუზინი: მზად ვართ, რუსეთ-საქართველოს კავშირების გასაღრმავებლად – ღირს, საქართველოს ხელისუფლება დაუფიქრდეს, რამდენად დიდი შედეგების მიღწევა იქნებოდა შესაძლებელი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობებით