“ვარ 2008 წლის ომის ვეტერანი. ვარ კადრის ოფიცერი, ყოფილი კრიმინალური პოლიციის და ასევე სამხედრო პოლიციის ყოფილი მთავარი ინსპექტორ-გამომძიებელი, ასევე ავღანეთის სამშვიდობო მისიის მონაწილე, სამი მედლით დაჯილდოებული.
ომი დაიწყო რუსეთმა… ჩვენ, ომის ვეტერანები და პირადად მე, ვართ გაღიზიანებული დღევანდელი ქმედებებით, თუ როგორ ჩირქს ცხებენ ჩვენს გადადგმულ ნაბიჯს, ჩვენს გვერდით დაღვრილს სისხლს…
ქვეყანა, რომელიც ომის ვეტერანს სუბსიდიად 100 ლარად აფასებდა, ახლა დაყენებული ტონებით და არაპროფესიონალებით დაყენებული ტექსტებით გასამართლებას გვიპირებენ. ამ ქვეყანაში გმირებს მიწაში, ცოცხლებს მიწის ზემოთ ცხოვრებას არ გვაცლიან. სირცხვილია” – წერს ტარიელ ნემსაძე “მთავარი არხის” ციფრულ დეპარტამენტს.
