ტანსაცმელსა და აქსესუარებზე არარეზიდენტები რეზიდენტებზე ორჯერ მეტს ხარჯავენ – თიბისი კაპიტალი
თიბისის არხებით 2025 წლის იანვარში უნაღდო დანახარჯებმა ტანსაცმელსა და აქსესუარებზე 15%-იანი წლიური ზრდა აჩვენა. საშუალო დანახარჯი ერთ ტრანსაქციაზე გასულ წელთან შედარებით გაიზარდა და 107 ლარი შეადგინა.
“თიბისი კაპიტალის” მიმოხილვის მიხედვით, იანვარში ტანსაცმელსა და აქსესუარებზე თიბისის არხებით უნაღდო დანახარჯების 85% რეზიდენტებზე, ხოლო 15% – არარეზიდენტებზე მოდის.
არარეზიდენტების საშუალო დანახარჯი ტანსაცმელსა და აქსესუარებზე, 204 ლარი იყო.
არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები ტანსაცმელსა და აქსესუარებზე წლიურად 45%-ით გაიზარდა. რაც შეეხება საშუალო დანახარჯს, მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით 184 ლარიდან 204 ლარამდე გაიზარდა.
რეზიდენტების მიერ უნაღდო დანახარჯებს რაც შეეხება, ტანსაცმელსა და აქსესუარებზე, იანვარში წინა წელთან შედარებით 11%-იანი ზრდა დაფიქსირდა. საშუალო დანახარჯმა კი ერთ ტრანზაქციაზე 98 ლარი შეადგინა.
