ტანკერს, რომელსაც ჰუსიტები თავს დაესხნენ, რუსული ნავთობი გადაჰქონდა

კომპანია Trafigura-ს ტანკერს, რომელსაც კომპანიის წარმომადგენლების თქმით, რუსული ნავთობის გადაჰქონდა წითელ ზღვაში ჰუსიტები დაესხნენ თავს. ამის შესახებ ინფორმაციაც Bloomberg ავრცელებს. გამოცემის ცნობით თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იემენის ჰუსიტმა მეამბოხეებმა აიღეს.
„გემს რუსული ნავთობ-პროდუქტი გადაჰქონდა. ის შეძენილი იყო G7-ის ქვეყნების მიერ დადგენილ ზედა ზღვარზე დაბალი ფასით“, – განაცხადა Trafigura-ს წარმომადგენელმა.
ანალიტიკური კომპანიის Kpler-ის მონაცემებით, გემმა რუსული წარმოშობის ტვირთი აიღო ეგრეთ წოდებული გემიდან გემზე გადაცემის გზით სამხრეთ საბერძნეთში.
„რუსული ნავთობის მიწოდებაში მსოფლიო ბაზარზე ეს ტერიტორია მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ის ფაქტი, რომ ბაზრის ისეთი გიგანტი, როგორიც Trafigura-ა, იყენებს ამ მარშრუტს.
სთვის ინციდენტი ასევე არ უნდა იყოს სასიამოვნო, რადგან სწორედ წითელი ზღვის გავლით ხდება რუსული ენერგორესურსების „შავი“ ექსპორტი აზიაში მყიდველებისთვის“, – წერს გამოცემა.