ტანზანიაში მეწყერს 47 ადამიანი ემსხვერპლა

ჩრდილოეთ ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად გამოწვეულ მეწყერს სულ მცირე 47 ადამიანი ემსხვერპლა, – ინფორმაციას მედია საშუალებები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებენ.
მათივე ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაშავებულია 85 ადამიანი.
ძლიერი წვიმა ქალაქ კატეშში, დედაქალაქ დოდომას ჩრდილოეთით 300 კილომეტრში, შაბათს დაიწყო, რამაც წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია. ტანზანიის სახელმწიფო ტელევიზია ავრცელებს კადრებს, სადაც ჩანს დატბორილი სახლები, გზები და სქელ ტალახში ჩარჩენილი ავტომობილები.
ტანზანიის პრეზიდენტმა, სამია სულუჰუ ჰასანმა, დუბაიში, კლიმატის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებს და განაცხადა, რომ მოსახლეობის დასახმარებლად მთავრობის ძალისხმევის გაზრდის განკარგულება გასცა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: სახარების მიხედვით, დადასტურებულად რაც ვიცით არის ის, რომ ქრისტეს შემდეგ სამოთხეში ის ადამიანი შევიდა, რომელმაც მოწყალება გამოიჩინა. ის კი არა რომ მილიონი ვინმეს შესწირა, ან სამი ეკლესია ააშენა, ან ყველაზე მეტი პირჯვარი გადაიწერა…