ტალინმა ბინადრობის ნებართვა არ გაუგრძელა ესტონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს

ესტონეთის ხელისუფლებამ მოსკოვის საპატრიარქოს ესტონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს, მიტროპოლიტ ევგენის (ვალერი რეშეტნიკოვს) ბინადრობის ნებართვაზე უარი უთხრა. მან 6 თებერვლის შემდეგ უნდა დატოვოს ქვეყანა. ამის შესახებ იტყობინება გამოცემა ERR-ი.
ესტონეთის ხელისუფლებამ მიიჩნია, რომ რეშეტნიკოვი ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენს. „სახელმწიფომ გადაწყვიტა, მას ბინადრობის ვიზის გაგრძელებაზე უარი უთხრას, ვინაიდან რეშეტნიკოვი თავის საჯარო საქმიანობაში, მათ შორის საჯარო გამოსვლებში, მხარს უჭერს აგრესორის მოქმედებებს და მან არ შეცვალა თავისი საქციელი, მიუხედავად იმისა, რომ ის ადრე გააფრთხილეს,“ იმოწმებს ERR-ი ესტონეთის ჩრდილოეთის პრეფექტურის საზღვრის დაცვის ბიუროს ხელმძღვანელს, ინდრეკ არუს.
როგორ და როდის ამართლებდა რეშეტნიკოვი აგრესიას, ესტონეთის ხელისუფლება არ აზუსტებს. ამასთან, მიტროპოლიტმა, ხელისუფლების მოთხოვნით, საჯაროდ დაგმო უკრაინაში მიმდინარე ომი. ის ასევე შეუერთდა ესტონეთის ეკლესიათა საბჭოს განცხადებას, რომელიც გმობს ომს და სამხედრო მოქმედებების შეწყვეტის მოწოდებას შეიცავს.
როგორც იტყობინებიან, მიტროპოლიტმა ესტონეთში ოთხი წელი გაატარა. მან ორჯერ მიიღო ბინადრობის ნებართვა ორ-ორი წლით. უკანასკნელად მან ვიზა გააგრძელა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე ცოტა ხნით ადრე.

ასევე დაგაინტერესებთ

თენგო კირთაძე: საქართველოში ერთი „ბოსტანია“ ბიძინა ივანიშვილის და ბიძინა ივანიშვილი ბიძინა ივანიშვილს უსაფრთხოების სხდომის ფარგლებში დაელაპარაკება თუ საკუთარ დენდროლოგიურ პარკში, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს

„სიკვდილი ამერიკას! სიკვდილი ისრაელს!“ – რუსეთში ირანის საელჩოსთან აშშ-ისრაელის მიერ ერთობლივი სამხედრო ოპერაციისას ლიკვიდირებული აიათოლა ალი ხამენეის პორტრეტებითა და ყვავილებით შეიკრიბნენ (ვიდეო)

გიგი წერეთელი – ვერ დავადასტურებ, რომ ფაშინიანი ან სომხეთი იქნება მთავარი მომრიგებელი დასავლეთსა და საქართველოს შორის, მაგრამ შესაძლებელია, გარკვეული როლის თამაში სთხოვოს „ქართულმა ოცნებამ”