ტაკერ კარლსონმა დაადასტურა, რომ მოსკოვში პუტინთან ინტერვიუს ჩასაწერად ჩავიდა

ამერიკელი პოლიტიკური კომენტატორი და Fox New-ის ყოფილი წამყვანი ტაკერ კარლსონი ადასტურებს, რომ მოსკოვში ს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ინტერვიუს ჩასაწერად ჩავიდა. ამის შესახებ კარლსონმა X-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ისაუბრა.
კარლსონმა ვიდეომიმართვაში თქვა, რომ ის ინტერვიუს პუტინს მალე ჩამოართმევს. მისი თქმით, ამ ინტერვიუს ჩაწერა სურს, რადგან “ამერიკელებს აქვთ უფლება იცოდნენ ომის შესახებ, რომელშიც ჩართული არიან”. ის ირწმუნება, რომ ამერიკელი ხალხი ომის შესახებ საკმარისად ინფორმირებული არაა და ამას დასავლური მედიის მიკერძოებულობას აბრალებს.
“ასეთი ინტერვიუს ჩაწერა, რა თქმა უნდა, სარისკოა, ამიტომ ამას მრავალი თვის განმავლობაში ვგეგმავდით”. – თქვა კარლსონმა.
ში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა პუტინი დასავლელ ჟურნალისტთან ისაუბრებს.
კარლსონის თქმით, დასავლურ მედიებს მრავალი ინტერვიუ ჰქონდათ სთან, თუმცა, როგორც ის ირწმუნება, პუტინთან საუბრით “თავი ერთ დასავლელ ჟურნალისტსაც კი არ შეუწუხებია”. როგორც BBC წერს, ეს სიტყვები სიმართლე არაა, რადგან მათი რუსული სამსახურის მთავარმა რედაქტორმა, სტივ როზენბერგმა კრემლს ინტერვიუ რამდენჯერმე სთხოვა და ყოველ ჯერზე უარი მიიღეს.
როგორც კარლსონმა აღნიშნა, ის X-ის მფლობელს, მილიარდერ ილონ მასკს ესაუბრა და ამ უკანასკნელმა მისცა პირობა, რომ პუტინთან ინტერვიუს სოციალურ პლატფორმაზე ცენზურას არ დაადებს. მასკმა ამერიკელი ჟურნალისტის ვიდეომიმართვა საკუთარ გვერდზეც გააზიარა.
კარლსონის თქმით, ის ამერიკელ ხალხს არ სთხოვს, რომ დაიჯერონ პუტინის სიტყვები, თუმცა მათ მოუწოდებს, რომ მის ინტერვიუს აუცილებლად უყურონ.
ტაკერ კარლსონი რუსეთში ჯერ კიდევ 3 თებერვალს შენიშნეს. ამ დღიდან გაჩნდა ვარაუდი, რომ ამერიკელი ჟურნალისტი მოსკოვში პუტინთან ინტერვიუს ჩასაწერად ჩავიდა.