ტაკერ კარლსონმა გამოაქვეყნა ინტერვიუ ალექსანდრ დუგინთან

ამერიკელმა ტელეწამყვანმა ტაკერ კარლსონმა, რომელმაც ახლახან ინტერვიუ აიღო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისგან, სოცქსელ X-ში გამოაქვეყნა 20-წუთიანი საუბარი რუს ფილოსოფოს ალექსანდრ დუგინთან, რომელიც თანამედროვე რუსეთისა და „რუსკი მირის“ ერთ-ერთ მთავარ იდეოლოგად ითვლება.
ცნობაში ნათქვამია, რომ დუგინთან ინტერვიუ ჩაწერილია მოსკოვში, სადაც კარლსონი თებერვალში იმყოფებოდა პუტინთან სასაუბროდ.
ვიდეოში კარლსონი მაყურებელს ახსენებს, რომ დუგინის ქალიშვილი დარია მოკლეს. როგორც წამყვანი ამბობს, ეს უკრაინის სპეცსამსახურებმა გააკეთეს. ის ასევე ამბობს, რომ დუგინის წიგნებს „არ ყიდის Amazon-ი“.
ტაკერთან ინტერვიუში დუგინი იმეორებს თავის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მცდარია „ანლოსაქსონიური სამყაროს“ ინდივიდუალიზმისა და ლიბერალიზმის იდეოლოგია.
როგორც BBC იტყობინება, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ პირდაპირი შეკითხვები კარლსონს დუგინისთვის არ დაუსვამს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია