ტაკერ კარლსონმა გამოაქვეყნა ინტერვიუ ალექსანდრ დუგინთან

ამერიკელმა ტელეწამყვანმა ტაკერ კარლსონმა, რომელმაც ახლახან ინტერვიუ აიღო ს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისგან, სოცქსელ X-ში გამოაქვეყნა 20-წუთიანი საუბარი რუს ფილოსოფოს ალექსანდრ დუგინთან, რომელიც თანამედროვე რუსეთისა და „რუსკი მირის“ ერთ-ერთ მთავარ იდეოლოგად ითვლება.
ცნობაში ნათქვამია, რომ დუგინთან ინტერვიუ ჩაწერილია მოსკოვში, სადაც კარლსონი თებერვალში იმყოფებოდა პუტინთან სასაუბროდ.
ვიდეოში კარლსონი მაყურებელს ახსენებს, რომ დუგინის ქალიშვილი დარია მოკლეს. როგორც წამყვანი ამბობს, ეს უკრაინის სპეცსამსახურებმა გააკეთეს. ის ასევე ამბობს, რომ დუგინის წიგნებს „არ ყიდის Amazon-ი“.
ტაკერთან ინტერვიუში დუგინი იმეორებს თავის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მცდარია „ანლოსაქსონიური სამყაროს“ ინდივიდუალიზმისა და ლიბერალიზმის იდეოლოგია.
როგორც BBC იტყობინება, ში რუსეთის შეჭრის შესახებ პირდაპირი შეკითხვები კარლსონს დუგინისთვის არ დაუსვამს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან იოსელიანი – სანამ სახალხო დამცველი ვარ, სიმართლე არ დაიმალება – რამდენიმე აქტივისტის ჭკუაზე, რომლებმაც ბილწსიტყვაობით და სიძულვილის ენის გამოყენებით გამაცნეს თავი, ეს ინსტიტუტი არ ივლის – ამას უნდა შეეგუოთ, მომდევნო 4 წლის განმავლობაში

ირაკლი კობახიძე – კონკრეტული პოლიტიკოსები საქართველოდან მიდიან აშშ-ში იმისათვის, რომ 220 000 კაცს შორის აღმოჩნდნენ და მიიღონ მონაწილეობა პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაში, ეს არის მათი არჩევანი