ტაკერ კარლსონი: ამერიკელთა უმეტესობას წარმოდგენა არ აქვს, რატომ შეიჭრა პუტინი უკრაინაში ან რა გეგმები აქვს

დასავლური მედია კორუმპირებულია და ატყუებს მთელ მსოფლიოს, ამერიკელთა უმეტესობას კი წარმოდგენა არ აქვს, რატომ შეიჭრა პუტინი უკრაინაში ან რა გეგმები აქვს – ტაკერ კარლსონი
ამერიკელი ჟურნალისტი ტაკერ კარლსონი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ინტერვიუს ჩასაწერად მოსკოვში იმყოფება. ის ამ გადაწყვეტილების გამო -ში კრიტიკის ობიექტი გახდა. ჟურნალისტი X-ზე აქვეყნებს ვიდეოს, სადაც განმარტავს იმ მიზეზებს, რის გამოც რუსეთის პრეზიდენტთან ინტერვიუ მიზანშეწონილად მიიჩნია.
ჟურნალისტი ამბობს, რომ ასეთი ინტერვიუ სარისკო იყო, მაგრამ ამის გაკეთება გადაწყვიტა, რადგან პირველ რიგში, ეს მისი საქმეა და მსოფლიოს ინფორმირება მისი მოვალეობაა.
კარლსონის თქმით, უკრაინის ომიდან ორი წლის შემდეგ ამერიკელთა უმეტესობას წარმოდგენა არ აქვს, რატომ ხდება ეს ან რა ხდება რეგიონში. მისივე თქმით, უკრაინის ომმა მსოფლიო ბალანსში სერიოზული ცვლილებები და გლობალური გეოპოლიტიკური ლანდშაფტის რესტრუქტურიზაცია გამოიწვია. დოლარის კურსის შესუსტება კი ამ ცვლილებების ერთ-ერთი შედეგია.
დასავლური მედია, კარლსონის მტკიცებით, კორუმპირებულია და ატყუებს მთელ მსოფლიოს. ამერიკელთა უმეტესობას კი წარმოდგენა არ აქვს, რატომ შეიჭრა პუტინი უკრაინაში ან რა გეგმები აქვს.
Next: „სალომე ზურაბიშვილს დასავლეთიდან დაურეკეს და უთხრეს: – სალო გეყოფა ევროტურები ახლა შექმენი ფანჩატურები“- გურამ მაჭარაშვილი

ასევე დაგაინტერესებთ

კათოლიკოს პატრიარქის სიტყვა იქცა ნუგეშად – მძიმე ჟამს, ხოლო მისი ლოცვა ჩვენი ერის, ამ ქვეყნის თითოეული შვილის უხილავ საყრდენად და იმედად, რომ არა მხოლოდ გადავრჩებით, არამედ გავიმარჯვებთ!

ბიძინა ივანიშვილი: დიდი ტკივილის მიუხედავად, ბედნიერი ხალხი ვართ, რადგან წილად გვხვდა პატივი ვიწოდებოდეთ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის – ილია II-ის სულიერ შვილებად