ტაიფუნის მოახლოების გამო შანხაიდან 282 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

ტაიფუნის მოახლოების გამო შანხაიდან 282 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი“ ავრცელებს.
ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, ქალაქ შანხაის ტაიფუნი „კო-მეი“ უახლოვდება.
„გუშინ საღამოდან დღევანდელი დილის 10:00 საათამდე, 282 800 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ყველას ევაკუაცია განხორციელდა, რომელთა საჭიროებაც იყო“, – აცხადებს ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზია.
შეგახსენებთ, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში პეკინში მოსულ ძლიერ წვიმებს 30 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 80 000 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სუთიძე: საქართველოს საპატრიარქოში ვისაც თავი აქვს და არა კისრის გაგრძელება, უნდა ესმოდეს, რომ როგორიც უნდა იყოს ახლა სახელისუფლებო პროპაგანდის წნეხი, ნებისმიერი სანქცია, რომელსაც გამოიყენებთ არქიმანდრიტი დოროთესა თუ სხვების მიმართ, იქნება დამანგრეველი თქვენი რეპუტაციისთვის

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი: მადლობა ყველას, ვინც სიმართლის გულისთვის იბრძვით. მადლობა ყველას, ვინც საქართველოს თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის იბრძვით. და მადლობა ყველას, ვინც თანადგომა გამომიცხადეთ