ტაილანდ-კამბოჯას საზღვარზე შეტაკებები გრძელდება – დაღუპულთა რიცხვი იზრდება

ტაილანდსა და კამბოჯას შორის სადავო საზღვართან დაკავშირებით განახლებული საბრძოლო მოქმედებები გრძელდება, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, გაიზარდა შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა, ათასობით ადამიანი კი იძულებული გახდა საცხოვრებელი ადგილი დროებით დაეტოვებინა.
კამბოჯა აცხადებს, რომ ტაილანდის ძალების მიერ ღამით განხორციელებული დაბომბვის შედეგად კიდევ ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, რითაც მათ მხარეს დაღუპულთა საერთო რაოდენობა შვიდამდე გაიზარდა. ტაილანდის ცნობით, სულ მცირე სამი მათი ჯარისკაცი დაიღუპა.
მხარეები შეტაკებების დაწყებასა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ყიფიანი ტრამპის წერილზე – ამ ფაქტის არც დრამატიზება გვარგია და არც გაუბრალოება – თუ სტატუს-კვო შენარჩუნდა, არ არის გამორიცხული ურთიერთობის ნორმალიზება ტრამპის სტილში მოხდეს და არა იმდენად დემოკრატიული, არამედ სტაბილური პარტნიორი არჩიოს