ტაილანდის ცენტრალურ ნაწილში, ფეიერვერკების საწყობში მომხდარ აფეთქებას 10 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა ადგილობრივი დროით 4 საათზე მოხდა.
“ვივარაუდეთ, რომ დაღუპულია დაახლოებით 10 ადამიანი. ჩვენ ჯერ კიდევ ვიკვლევთ მიზეზს და დაღუპულთა ზუსტ რაოდენობას.” – განუცხადა პოლიციის პოლკოვნიკმა პეერაპოი რავანგბარნმა CNN-ს.
ამჟამად უცნობია, რამ გამოიწვია აფეთქება. პოლიციის განცხადებით ხანძარი მიმდებარე ტერიტორიაზე ლიკვიდირებულია. შემთხვევის ადგილას მაშველები და სასამართლოს თანამშრომლები მუშაობენ.
