ტაილანდში რუსეთიდან გაქცეული როკ ჯგუფ B-2-ს წევრები დააკავეს, მათ დეპორტაცია ემუქრებათ

ტაილანდში დააკავეს დან გაქცეული როკ ჯგუფ B-2-ს წევრები. მათ უკან, რუსეთში დეპორტაცია ემუქრებათ. ინფორმაციას ამის შესახებ ჩინური მედიასაშუალება South China Morning Post ავრცელებს.
აღნიშნული ბენდის წევრები რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მ გუშინ ტერორიზმის დაფინანსებაში დაადანაშაულა იმის გამო, რომ ისინი საჯაროდ მხარს უჭერენ ს და ეწინააღმდეგებიან პუტინის ომს უკრაინაში.
B-2-ს წევრებმა რუსეთი უკრაინაში რუსეთის შეჭრისთანავე დატოვეს.
როგორც South China Morning Post იტყობინება, მათი დაკავება ტაილანდის კურორტ ფხუკეთში ჩატარებულ კონცერტს უკავშირდება. კერძოდ, ტაილანდის ხელისუფლება მათ ედავება საიმიგრაციო კანონმდებლობის დარღვევას, რადგან მათ კონცერტის ჩასატარებლად აუცილებელი მუშაობის ნებართვა არ ჰქონდათ. ამავე მედიასაშუალების ცნობით, ფხუკეთში რუსეთის კონსულმა განაცხადა, რომ დაკავებულებს ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში გადაიყვანენ, შემდეგ კი იმ ქვეყნებში დააბრუნებენ, რომლის მოქალაქეობაც აქვთ.
South China Morning Post-ის ცნობით, ექვსკაციანი ჯგუფის 4 წევრს ს მოქალაქეობაც აქვს, მათგან ერთს — ავსტრალიისაც, ორი კი რუსეთის მოქალაქეა.
აღნიშნული ჯგუფის მომღერალი ლიოვა (იგორ ბორტნიკი) ჯერ კიდევ გასულ წელს შეიყვანეს რუსეთში „უცხოეთის აგენტების“ სიაში. მოსალოდნელია, რომ რუსეთში დეპორტაციის შემთხვევაში, ჯგუფის წევრებს უკრაინის მხარდაჭერის გამო გასაამართლებენ.
South China Morning Post ასევე აღნიშნავს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა პუტინის კრიტიკოს, უკრაინაში ომის მოწინააღმდეგე, რუსეთიდან გაქცეულ არტისტებს სხვა ქვეყნებში პრობლემები ექმნებათ. მაგალითად, მედიასაშუალება ახსენებ კომედიანტ მაქსიმ გალკინს, რომელიც არ შეუშვეს ინდონეზიაში კონცერტის ჩასატარებლად, არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა კი ის დუბაიში გამართული კონცერტის გამო 27 ათასი დოლარით დააჯარიმეს, ასევე, ტაილანდში გაურკვეველი მიზეზით გააუქმეს მისი შოუები.
„რუსეთის ხელისუფლებას სურს შეაშინოს საზღვარგარეთ მცხოვრები ყველა [რუსი], რომ მათ შეუძლიათ მისწვდნენ ყველას და ყველგან“, — ამბობს დიმიტრი გუდკოვი, კვიპროსში გაქცეული პუტინის ოპონენტი, რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს ყოფილი დეპუტატია.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – პოლიტიკოსი თუ უარს ამბობს არალეგიტიმური ხელისუფლების “არჩევნებში” მონაწილეობაზე, მაშინ მეორე გზა არის მშვიდობიანი დამხობა, მშვიდობიანი რევოლუცია – არანაირი მესამე გზა არ არსებობს

ლევან ხაბეიშვილი: გავიგეთ, რომ “ბოიკოტში” ხართ და მერე?! თუ აქცია, პროტესტის ორგანიზებას არ აკეთებ, წინააღმდეგობის გაწევა, მშვიდობიანად, ხალხის ძალით დამხობასაც არ ემხრობი – აბა რა გინდა?! ვინ ხართ თქვენ მართლა?!