ტაილანდში პოლიციის თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგად, სულ მცირე, 5 ადამიანი დაიღუპა

ტაილანდში პოლიციის თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგად, სულ მცირე, 5 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Associated Press-ი ადგილობრივ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ტაილანდის სამეფო პოლიციის წარმომადგენლის, არჩაიონ კრაიტონგის ცნობით, ტაილანდის პოლიციის მცირე ზომის თვითმფრინავი სატესტო ფრენას ასრულებდა, რა დროსაც ზღვაში ჩავარდა.
არჩაიონ კრაიტონგის ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე 6 პოლიციელი იმყოფებოდა, რომელთაგან 5 დაიღუპა, ხოლო ერთი საავადმყოფოში გადაიყვანეს და მისი მდგომარეობა კრიტიკულია.
ავიაკატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ასევე დაგაინტერესებთ

სოციალური მედია: შვილის ემოციური დასკვნითი სიტყვის დროს მისი მამა, რომელიც მღვდელია და აშკარად არ იზიარებს შვილის იდეებს, წამოდგა და დავითს გაღიზიანებულმა უთხრა “რეებს ლაპარაკობ, საქმეზე გადადიო” და დარბაზიდან ასე გავიდა