ტაილანდში გამოყენებული მცენარეული ზეთისგან საავიაციო საწვავის წარმოება დაიწყება

ტაილანდში, პირველი ქარხანა, რომელიც გამოყენებული მცენარეული ზეთისგან საავიაციო საწვავის (SAF) წარმოებას დაიწყებს, 2025 წლის დასაწყისში ამოქმედდება. ამის შესახებ წერს Bangkok Post იტყობინება.
საწარმო ენერგეტიკული კომპანია Bangchak Corporation-ის მმართვლობაშია.
მისი სიმძძლავრე დღეში 1 მლნ ლიტრი საწვავი იქნება. ახალი წარხანა Bangchak Corp-ის გადამმუშავებელ ქარხანასთან ახლოს შენდება.
კომპანია აპირებს გამოიყენოს თავისი SAF პროექტი, რათა წაახალისოს საზოგადოება არ დააბინძუროს გარემო გამოყენებული კულინარიული ზეთის არასათანადო განადგურებით ან მისი განმეორებით გამოყენების გზით, რაც საზიანოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
მოსახლეობას შეეძლება გაყიდოს გამოყენებული კულინარიული ზეთიBangchak-ის რიგ ბენზინგასამართ სადგურებზე, აცხადებენ კომპანიაში.