ტაილანდმა კამბოჯასთან სადავო საზღვარზე საჰაერო დარტყმები დაიწყო – არის მსხვერპლი

ტაილანდმა კამბოჯასთან სადავო საზღვარზე საჰაერო დარტყმები განახორციელა მას შემდეგ, რაც ორივე ქვეყანამ ერთმანეთი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის და მალაიზიის პრემიერ-მინისტრ ანვარ იბრაჰიმის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა.
ტაილანდის სამეფო არმიის განცხადებით, კამბოჯის მხრიდან ცეცხლის გახსნის შედეგად უბონ რაჩატანის პროვინციაში ორი ტაილანდელი სამხედრო დაიღუპა და ოთხი დაიჭრა, რის შემდეგაც ბანგკოკმა საჰაერო დარტყმები დაიწყო.
კამბოჯის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ სწორედ ტაილანდის ძალებმა განახორციელეს გამთენიისას პირველი შეტევა და რომ მათ საპასუხო მოქმედებები არ გამოუყენებიათ.
საბრძოლო ეპიზოდები ფიქსირდება ტაილანდის სი სა კეტისა და უბონ რაჩატანის პროვინციებში, ასევე კამბოჯის ჩრდილოეთის რეგიონებში – პრეაჰ ვიჰარსა და ოდარ მინჩეიში.
სასაზღვრო დაძაბულობა ორ ქვეყანას შორის ივლისში ხუთდღიან კონფლიქტში გადაიზარდა, რომელსაც სულ მცირე 48 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და დაახლოებით 300 000 ადამიანი გადაადგილდა იძულებით.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ყიფიანი ტრამპის წერილზე – ამ ფაქტის არც დრამატიზება გვარგია და არც გაუბრალოება – თუ სტატუს-კვო შენარჩუნდა, არ არის გამორიცხული ურთიერთობის ნორმალიზება ტრამპის სტილში მოხდეს და არა იმდენად დემოკრატიული, არამედ სტაბილური პარტნიორი არჩიოს