ტაილანდის პრემიერმინისტრმა პარლამენტი დაითხოვა

ტაილანდის პრემიერმინისტრმა, ანუტინ ჩარნვირაკულმა, კამბოჯასთან საზღვარზე თითქმის ერთი კვირის განმავლობაში ახალი შეტაკებების შემდეგ, პარლამენტი დაითხოვა. საპარლამენტო ს დანიშვნა 45-60 დღის ვადაში იგეგმება.
12 დეკემბერს გამოქვეყნებულ ბრძანებაში, რომელსაც ხელი ტაილანდის მეფემ, მაჰა ვაჯირალონგკორნმა მოაწერა, პრემიერმინისტრმა გადაწყვეტილების ერთ-ერთ მიზეზად კამბოჯას საზღვარზე მიმდინარე შეტაკებები დაასახელა.
“შესაბამისი გამოსავალია პარლამენტის დათხოვნა… რაც პოლიტიკური ძალაუფლების ხალხისთვის დაბრუნების გზაა” – დაწერა მან.
ასევე, ანუტინი და მისი პარტია ბუმჯაითაი გასულ თვეს მკაცრად გააკრიტიკეს სამხრეთ ტაილანდში მომხდარი მძიმე წყალდიდობების მართვის გამო, რომლებმაც, სულ მცირე, 176 ადამიანი იმსხვერპლა.
“მთავრობამ ხელთ არსებული ყველა საშუალება გამოიყენა, რათა სწრაფად მოეგვარებინა ქვეყნის წინაშე მდგარი გადაუდებელი საკითხები… თუმცა ქვეყნის მართვას სტაბილურობა სჭირდება” – დაწერა ანუტინმა ბრძანებაში.
BBC აღნიშნავს, რომ პარლამენტის დათხოვნის ბრძანება მას შემდეგ გამოცხადდა, რაც პრემიერმინისტრმა ახალგაზრდული და პროგრესული ტაილანდის სახალხო პარტიის მხარდაჭერა დაკარგა – პარტიისა, რომელიც პარლამენტში ყველაზე დიდ ძალას წარმოადგენს და მანამდე მის პრემიერობას მხარს უჭერდა.
tabula.ge