ტაივანში საპრეზიდენტო და საპარლამენტო მიმდინარეობს

ტაივანში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.
ტაივანში, ადგილობრივი დროით, 8:00 საათზე, 18,000-მდე საარჩევნო უბანი გაიხსნა, სადაც ხმის მიცემის უფლება 20 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს.
წინასწარი გამოკითხვების მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნებში ფავორიტად მმართველი „დემოკრატიული პროგრესული პარტიის“ წევრი და ამჟამინდელი ვიცე-პრეზიდენტი, ლაი ჩინ-ტი ითვლება.
„ყოველ ხმას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს ტაივანის მიერ ძნელად მოპოვებულ დემოკრატიას წარმოადგენს“, – განაცხადა ვიცე-პრეზიდენტმა, ლაიმ.
არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ჩინეთმა ლაის „საშიში სეპარატისტი“ უწოდა, რადგან იგი ტაივანის მიმართ ჩინეთის ტერიტორიულ პრეტენზიებს უარყოფს.

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო