ტაივანს ქარიშხალი „დანასი“ დაატყდა თავს, არის მსხვერპლი

ტაივანს ქარიშხალი „დანასი“ დაატყდა თავს. სტიქიურ უბედურებას სულ მცირე ორი ადამიანი ემსხვერპლა და 630-ზე მეტი დაშავდა.
როგორც Reuters წერს, მსგავსი სიძლიერის ქარიშხლები კუნძულის მჭიდროდ დასახლებულ დასავლეთ სანაპიროზე იშვიათი შემთხვევაა.
მათივე ცნობით, ტაივანს ტაიფუნები რეგულარულად აზიანებს, თუმცა ის ძირითადად წყნარი ოკეანისკენ მიმართულ მთიან და მეჩხრად დასახლებულ აღმოსავლეთ სანაპიროზე ხდება.
სტიქიის გამო, სანაპირო ზოლთან ახლოს ბიზნეს ობიექტები და სკოლები დაიხურა, ქარიშხალმა საათში დაახლოებით 220 კილომეტრ სიჩქარეს მიაღწია.
მედიის ცნობით, ქარიშხლის შედეგად, 710 000-ზე მეტ სახლს ელექტროენერგია გაეთიშა და 300-ზე მეტი შიდა და საერთაშორისო რეისი გაუქმდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მათე დევიძე – ჯერ მოძალადე მეძახეს, მერე ქვეყნის დამქცევი, მერე მოღალატე და ახლა უცებ შემიბრალონ? – ნებისმიერი შემოთავაზებული შეღავათი იქნება უარყოფილი – ჩემი ბრძოლა იქნება ბოლომდე, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე

ზურაბ ჯაფარიძის საქმის პროკურორი – გირაოსა და დამატებითი ღონისძიების პირობებში სრულად იქნება უზრუნველყოფილი ბრალდებულის სათანადო ქცევა – კომპენსირების გარეშე შესაძლებელია საფუძველიც კი ყოფილიყო, მოგვეთხოვა პატიმრობა