ტაივანმა რუსულ და რუსეთთან დაკავშირებულ კომპანიებს დამატებითი სანქციები დაუწესა

ტაივანის ეკონომიკის სამინისტრომ სამშაბათს განაცხადა, რომ გააფართოვა სანქცირებული საქონლის სია სთვის და მისი მოკავშირე ბელორუსისთვის ში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ. სანქციების მიზანი ტაივანის მაღალტექნოლოგიური საქონლის სამხედრო მიზნებისთვის გამოყენებისთვის ხელის შეშლაა.
ტაივანმა უკრაინაში რუსეთის შეჭრა ომის დაწყებისთანავე დაგმო და უკვე შეუერთდა დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს. სანქციების აღსრულება, მეტწილად სიმბოლურია, რადგან კუნძულსა და რუსეთს შორის პირდაპირი ვაჭრობა ისედაც მინიმალურია.
სანქციების უახლესი რაუნდის გამოცხადებისას, ტაივანის ეკონომიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი გადადგა “საერთაშორისო თანამშრომლობის მიზნით და ჩვენი მაღალტექნოლოგიური საქონლის სამხედრო მიზნებისთვის ექსპორტის თავიდან ასაცილებლად”.
სიაში შედის მოწყობილობები ნახევარგამტარების დასამზადებლად, რომელთა წარმოებაშიც ტაივანი მსოფლიო ლიდერია, ასევე გარკვეული ქიმიკატები და მედიკამენტები.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება

ნიკა გვარამია – თბილისი იქნება ევროპის დედაქალაქი, წარმატებული, გაღიმებული და ბედნიერი ხალხის ქალაქი – ამ ქვეყანაში არ იქნება ომი არასდროს, ეს ქვეყანა ყოველთვის იბრძოლებს ევროპისთვის