ტაივანმა რუსეთსა და ბელარუსში აკრძალული საექსპორტო აღჭურვილობის სია გააფართოვა

ტაივანმა რუსეთსა და ბელარუსში ექსპორტისთვის აკრძალული აღჭურვილობის სია გააფართოვა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია ქვეყნის ეკონომიკის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება.
„ტაივანმა ჩარხების ჩამონათვალს 77 ელემენტი დაამატა, რომელთა ექსპორტი რუსეთსა და ბელარუსში აკრძალულია“, – ნათქვამია შეტყობინებაში.
აღნიშნულია, რომ აკრძალული საქონლის ახალი სია 8 მარტიდან ამოქმედდება.
ტაივანის მთავრობამ რუსეთსა და ბელარუსში რამდენიმე მაღალი ხარისხის ჩარხის ექსპორტზე აკრძალვა 2023 წელს დააწესა, ახლა კი შეზღუდვებს აფართოებს.
სააგენტოში განმარტავენ, რომ „საქონელი, რომელიც დამატებულია ექსპორტის კონტროლის ახალ სიაში, მოიცავს კომპლექსურ აღჭურვილობას – CNC აპარატებს და სხვა ახალ ტექნიკას.
როგორც ცნობილია, ტაივანმა რუსეთსა და ბელარუსს სანქციები 2022 წლის გაზაფხულზე დაუწესა. აკრძალვა ძირითადად შეეხო კომპიუტერული და საინფორმაციო და საკომუნიკაციო პროდუქტების, სენსორების, ლაზერებისა და კოსმოსური პროდუქტების ექსპორტს. 2023 წლის იანვარში, ტაივანის ეკონომიკის სამინისტრომ გამოაცხადა სანქციების გაფართოება და დაამატა ქიმიკატების ექსპორტის აკრძალვა. გარდა ამისა, სანქციებს დაექვემდებარა მანქანათმშენებლობის პროდუქტები.