ტაივანმა რუსეთისთვის დაწესებული სანქციები გააფართოვა

ტაივანმა მაღალტექნოლოგიური საქონლის სამხედრო მიზნებისთვის გამოყენების თავიდან ასარიდებლად სთვის და მისი მოკავშირე ბალარუსისთვის დაწესებული სანქციები გააფართოვა.
სანქცირებული პროდუქტების გაფართოებულ სიაში შედის ნახევარგამტარების დასამზადებლად საჭირო მოწყობილობები, რომელთა წარმოებაშიც ტაივანი მსოფლიო ლიდერია, ასევე გარკვეული ქიმიკატები და მედიკამენტები.
სანქციების ამ პაკეტის გამოცხადებისას ტაივანის ეკონომიკის სამინისტრომ აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი “საერთაშორისო თანამშრომლობის დაკმაყოფილებისა და ჩვენი მაღალტექნოლოგიური საქონლის სამხედრო მიზნებისთვის ექსპორტის თავიდან ასაცილებლად” გადაიდგა.
სამინისტროს ინფორმაციითვე, ახალი სანქციები შეესაბამება ევროკავშირის, -სა და სხვა ქვეყნების მიერ უკვე გამოცხადებულ სანქციებსაც.