ტაივანმა რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

ტაივანმა სა და ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა, რათა თავიდან აიცილოს ტაივანის მაღალტექნოლოგიური საქონლის სამხედრო მიზნებისთვის გამოყენება.
მიუხედავად იმისა, რომ ტაივანსა და რუსეთს შორის, პირდაპირი ვაჭრობა მინიმალურ დონეზეა, ტაივანი გმობს რუსეთის თავდასხმას ზე და უერთდება დასავლურ შეზღუდვებს.
“სანქცირებული საქონლის სია საერთაშორისო თანამშრომლობის განსახორციელებლად და ჩვენი მაღალტექნოლოგიური საქონლის სამხედრო მიზნებისთვის ექსპორტის თავიდან ასაცილებლად გაფართოვდა”, – წერია ტაივანის ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.
მათივე ცნობით, ახალი სანქციები შეესაბამება ევროკავშირის, შეერთებული შტატების და სხვა ქვეყნების მიერ უკვე გამოცხადებულ სანქციებს.
სასანქციო სიაშია ისეთი მოწყობილობები, რომელთა წარმოებაშიც ტაივანი მსოფლიო ლიდერია, ასევე გარკვეული ქიმიკატები და მედიკამენტები.