ტაივანის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა მმართველი პარტიის კანდიდატმა

ტაივანის საპრეზიდენტო არჩევნებში 13 იანვარს გამარჯვება მოიპოვა მმართველი პარტიის კანდიდატმა, ლაი ჩინ-ტიმ.
ჩინეთი ამ არჩევნებს აფასებდა არჩევანად ომსა და მშვიდობას შორის. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩინეთმა ლაის უწოდა „საშიში სეპარატისტი“, რადგან იგი უარყოფს ტაივანის მიმართ ჩინეთის ტერიტორიულ პრეტენზიებს.
ლაის მთავარმა კონკურენტმა, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა ჰოუ იუიმ აღიარა არჩევნებში დამარცხება. ეს კანდიდატი ამომრჩევლებს პეკინთან უკეთეს კავშირებს ჰპირდებოდა.
სოციოლოგიური გამოკითხვები აჩვენებს, რომ ტაივანის მოქალაქეთა დიდი ნაწილი კუნძულის სტატუს-კვოს შენარჩუნების მომხრეა. ეს ნიშნავს, რომ ტაივანმა არც დამოუკიდებლობა უნდა გამოაცხადოს და არც ჩინეთს შეუერთდეს.

ასევე დაგაინტერესებთ