ტაივანის პრეზიდენტმა ჩინეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა გამო მწუხარება გამოთქვა და ჩინეთს დახმარება შესთავაზა

ტაივანის პრეზიდენტმა ჩინეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა გამო მწუხარება გამოთქვა და ჩინეთს დახმარება შესთავაზა, – ამის შესახებ განცხადებას ტაივანის პრეზიდენტი, ცაი ინგ-ვენი ავრცელებს.

„ჩვენ ვლოცულობთ, რომ ყველა დაზარალებულმა საჭირო დახმარება მიიღოს. ტაივანი კატასტროფაზე რეაგირების მცდელობების დროს დახმარებისთვის მზად არის“, – წერს ცაი ინგ-ვენი X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“).

შეგახსენებთ, რომ მიწისძვრა ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთში, განსუს პროვინციაში მოხდა, რის შედეგადაც მინიმუმ 111 ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაშავდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი ევროპიდან კრიტიკაზე – ზღაპრებს როცა ჰყვებიან, კვებავენ მილევად რადიკალურ ფრთას, აღარაფერი შეუძლიათ, საცოდავ დღეში არიან – გული მტკივა ახალგაზრდებზე, ვინც შეცდომაში შეიყვანეს და გამოკეტილი ჰყავთ, ისინი ჩვენ არ გვყავს გამოკეტილი ციხეში