ტაივანისა და ფილიპინების შემდეგ ტაიფუნი „გაემი“ ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს მიუახლოვდა

ტაივანისა და ფილიპინების შემდეგ ტაიფუნი „გაემი“ ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს მიუახლოვდა.
BBC-ის ინფორმაციით, ტაივანში ქარიშხალს სულ მცირე 3 ადამიანი ემსხვერპლა, ასობით კი დაშავდა.
რაც შეეხება ფილიპინებს, ქვეყანაში სტიქიური უბედურების მსხვერპლთა რიცხვმა 20-ს გადააჭარბა.
იქამდე კი ცნობილი გახდა, რომ ტაიფუნის შედეგად ფილიპინების სანაპიროსთან ახლოს საწვავით დატვირთული გემი ჩაიძირა. როგორც Reuters წერს, გემზე 1.5 მილიონი ლიტრი ინდუსტრიული საწვავი იყო განთავსებული. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ გემ MT Terra Nova-ზე მყოფი ეკიპაჟის ერთი წევრი ზღვაში დაიკარგა, დანარჩენი 16 მეზღვაური კი სამაშველო ოპერაციის შედეგად გადაარჩინეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი – როცა სინოდზე უხუცესმა მღვდელმთავარმა იკითხა, დევს თუ არა სეიფში ანდერძი, მღვდელმთავრებმა დაამოწმეს, რომ არ დევს, საფუძველი არ გვაქვს, ეჭვი შევიტანოთ – სეიფები სიცოცხლეში მისი უწმინდესობის თანდასწრებით დაილუქა