ტაეკვონდოისტი ალექსანდრე გურაბანიძე ევროპის ჩემპიონია

ალბანეთში კადეტ ტაეკვონდოისტებს შორის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს.
ევროპის პირველობაზე საქართველოს ტაეკვონდოს ნაკრების წევრმა ალექსანდრე გურაბანიძემ ( -33კგ) ჩემპიონობა იზეიმა. მან ტურნირზე ყველა ბრძოლა მოიგო, ფინალში კი ბრიტანელი სპორტსმენი დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა.