ტაბულა: რეჟიმის დაგვიანებული პასუხის გამო, ბრიტანეთმა ჩვენი მოგებული პროექტი გააუქმა

გამოცემა ტაბულას ცნობით, ქართული ოცნების დაგვიანებული პასუხის გამო, ბრიტანეთმა მათი მოგებული პროექტი გააუქმა.
მათი ცნობით, ბრიტანეთის მთავრობამ ოცნებას ნებართვისთვის მიმართა, თუმცა მათგან პასუხი საჭირო დროში ვერ მიიღო.
“ტაბულამ მოიგო გაერთიანებული სამეფოს მთავრობის გრანტი, 50 000 ფუნტის ოდენობით, რომელიც უნდა მოხმარებოდა თვითმმართველობის ს მიმდინარეობის შესახებ ქართული საზოგადოების ინფორმირებას.
ბრიტანეთის მთავრობამ გრანტის მიმღებთა დაცვის ამოცანით, ახლახან მიღებული გრანტების შესახებ კანონის მოთხოვნების შესაბამისად მიმართა რეჟიმს ნებართვისთვის.
რეჟიმმა გაერთიანებული სამეფოს მთავრობას საჭირო დროში პასუხი არ დაუბრუნა, რის შემდეგაც ბრიტანეთის მთავრობამ პროექტი გააუქმა და ქართულ საზოგადოებას რეჟიმის ანტიდემოკრატიული ქმედების შესახებ აცნობა.
ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი ქვეყანა მთლიანად სცილდება მის ბუნებრივ წიაღს – თავისუფალ სამყაროს და რუსული ავტორიტარიზმის ჭაობში იძირება.
ამის მიუხედავად, ტაბულა გააგრძელებს ქართული საქმის კეთებას და საქართველოს დასავლური კურსის დაცვას, ხოლო საერთაშორისო პარტნიორები გააგრძელებენ ჩვენს მხარდაჭერას თავისუფლებისთვის ბრძოლასა და ქართული საქმის კეთებაში”, – ნათქვამია ტაბულას განცხადებაში.
დღეს, 11 ივნისს ბრიტანეთის საელჩომ გაავრცელა განცხადება, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან კონსულტაციების შემდეგ, მათი მხრიდან არჩევნების მონიტორინგზე ორიენტირებული საგრანტო პროექტების განხორციელება იძულებით გაუქმდა. პროექტები მიზნად ისახავდა ამომრჩეველთა განათლებისა და სამოქალაქო მონიტორინგის ხელშეწყობას, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ღირებულ საქმიანობადაც აღიარა.