ტაბულას ფოტოგრაფმა ზურაბ ცერცვაძემ AFP-სთვის გადაღებული ფოტოსთვის EU-ს პრიზი მიიღო

ფოტოგრაფმა ზურაბ ცერცვაძემ, რომელიც ტაბულას 2023 წელს შემოუერთდა, Agence France-Presse-ისთვის (AFP) გადაღებული ფოტოსთვის ევროკავშირის პრიზი მიიღო.
ფოტო, რომლისთვისაც ცერცვაძე დაჯილდოვდა, არის “ქალი ევროკავშირის დროშით”. ცნობილ ფოტოზე ასახულია ქალი, რომელიც 2023 წლის 7 მარტის აქციაზე, აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოყენებული წყლის ჭავლის მიუხედავად, ევროკავშირის დროშას აფრიალებდა.
ცერცვაძე კონკურსის, “ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში”, 2023 წლის გამარჯვებულებს შორისაა. მან ნომინაციაში, “ევროკავშირის ფასეულობების ამსახველი საუკეთესო დოკუმენტური ფოტო”, გაიმარჯვა.