სხვა ქვეყნებში ჩატარებული „ვეტინგის“ შესახებ, მეტი არგუმენტაციაა საჭირო- ვიცით ალბანეთის მოდელი, როდესაც შედეგები არათუ დამაკმაყოფილებელია, არამედ ამან მეტი პრობლემები წარმოშვა

სხვა ქვეყნებში ჩატარებული „ვეტინგის“ შესახებ, მეტი არგუმენტაციაა საჭირო- ვიცით ალბანეთის მოდელი, როდესაც შედეგები არათუ დამაკმაყოფილებელია, არამედ ამან მეტი პრობლემები წარმოშვა
„მეტი არგუმენტაცია სჭირდება მაგალითებს, რომლებიც მოჰყავთ სხვა ქვეყნებში ჩატარებული “ვეტინგის“ შესახებ“-ასე აფასებს საქართველოს სახალხო დამცველი ე.წ. „ვეტინგის“ სისტემას. სახალხო დამცველი საერთაშორისო პრაქტიკას ეყრდნობა და იხსენებს ალბანეთის მაგალითს, რომლის თქმითაც, ალბანეთში ჩატარებულმა „ვეტინგის“ სისტემამ უამრავი პრობლემა შექმნა.
იოსელიანის თქმით, ნებისმიერი რეფორმა, რომელიც სასამართლოს სისტემის მიმართულებით უნდა განხორციელდეს, კონსტიტუციის შესაბამისი უნდა იყოს.
„ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს იმ საკანონმდებლო ჩარჩოში, რომელიც საქართველოში არსებობს. მაგალითებს, რომელიც მოჰყავთ სხვა ქვეყნებში ჩატარებული „ვეტინგის“ შესახებ, ჩემი აზრით, მეტი არგუმენტაცია სჭირდება.
ერთი მხრივ, შესასწავლია იქ მიღწეული შედეგები და მეორე მხრივ, რამდენად შეესაბამება ჩვენს კონსტიტუციას, კანონმდებლობას. ჩვენ ვიცით ალბანეთის მოდელი, როდესაც „ვეტინგის“ სისტემის შედეგები არათუ დამაკმაყოფილებელია, არამედ ამან მეტი პრობლემები წარმოშვა და ახლა სხვა ქვეყნებთან მიმართებაში უკეთ არის ეს ყველაფერი შესასწავლი. როგორიც არ უნდა იყოს შედეგები, მნიშვნელოვანია, საბოლოო ჯამში ჩვენ გვქონდეს ნებისმიერი გადაწყვეტილების შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციასთან“-განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ქართული ოცნების” ქუთაისის მერობის კანდიდატი დავით ერემეიშვილი: ვიცი ყველა უბნის პრობლემა, ბოლო წლების განმავლობაში განახლებულია 8 სპორტული დარბაზი, სპორტული მოედანი მოეწყობა თითქმის ყველა უბანში, ასევე, დასრულებულია ტენდერი, რომელშიც გათვალისწინებულია 30-მდე რეკრეაციული სივრცე

ხელი მოეწერა განკარგულებებს, რომელიც ითვალისწინებს რამდენიმე ათეული საფეხბურთო ცენტრის შექმნას მთელი ქვეყნის მასშტაბით, ეს არის ინვესტიცია არა მხოლოდ მაღალი მიღწევების სპორტში, ეს არის ინვესტიცია ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი პაატა ჩადუნელი: მზად ვარ, რომ ხაშურისთვის მაქსიმალური გავაკეთო – ჩვენი გუნდი გააგრძელებს იმ პროექტებს, რომლებიც შექმნის გამართულ ინფრასტრუქტურას მუნიციპალიტეტში