“სხვა ლეველის ოდისეა” | აშშ-ის მხარდაჭერა და დემოკრატიის ლაბორატორიაში შექმნილი ახალი მულტიპლიკაციური სერიალი

21-ე საუკუნის მთავარი გამოწვევა ინფორმაციის ჭარბი ნაკადია, რომელშივ მრავლად არის სიყალბე, შეცვლილი ფაქტები, პოლიტიკური თუ კომერციული მანიპულაცია და ასე შემდეგ. საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ამ ინფორმაციის ნაკადი სულ უფრო იზრდება, შესაბამისად სულ უფრო მეტი ინსტრუმენტი უჩნდებათ ცუდი განზრახვის მქონე ადამიანებსა თუ დიქტატორულ რეჟიმებს, რომ ეს ტექოლოგიები საზოგადოების წინააღმდეგ მიმართონ და ადამიანების მანიპულირებისთვის გამოიყენონ.
პარადოქსულია, მაგრამ ინფორმაციის თავისუფლად გავრცელება, რომელიც დემოკრატიის ფუნდამენტია, ბოროტი განზრახვის შემთხვევაში თავადვე იქცევა დემოკრატიისთვის საფრთხედ. რადგან ასევე სწრაფად შესაძლებელი ხდება დეზინფორმაციის გავრცელება. ამ ახალ გამოწვევებთან გასამკლავებლად ისე, როგორც არასდროს – განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მედიაწიგნიერება და ის, თუ როგორ ვფილტრავთ ამ ინფორმაციულ წყალდიდობას, და როგორ ვრეაგირებთ მასზე. ხშირ შემთხვევაში ხომ ჩვენი მანიპულაციისთვის სწორედ ჩვენს ემოციურ პასუხს იყენებენ.
დღეს დემ ლაბის, დემოკრატიის ლაბორატორიის ახლა პროექტზე გიამბობთ, მულტიპლიკაციურ სერიალზე – “სხვა ლეველის ოდისეა”, რომელიც სწორედ დეზნფორამციასთან ბრძოლას და მედიაწიგნიერების ამაღლებას ისახავს მიზნად, განსაკუთრებით კი ჯენზის და კიდევ უფრო შემდგომ თაობებში.
ავტორი: გვანცა სუთიძე