“პარი ნიჟნი ნოვგოროდის” სპორტული დირექტორი ალექსანდრ უდალცოვი Tass-თან საუბარში ქართული კლუბის “ორბის” გამოქვეყნებულ განცხადებას გამოეხმაურა. მოგეხსენებათ, გუშინ რუსულმა კლუბმა გვაუწყა, რომ 21 წლის ვახო ბედოშვილი შეიძინა და მას 3-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა.
ბედოშვილი “ორბის” საკუთრება გახლდათ და იჯარით “გარეჯში” ასპარეზობდა. “ორბის” განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ფეხბურთელმა კონტრაქტი ცალმხრივად შეწყვიტა და ფიფას ტრანსფერებთან დაკავშირებული წესების დარღვევის გამო, “პარი ნიჟნი ნოვგოროდსა” და ფეხბურთელს უჩივლებდა.
“FIFA-სთან დაკავშირება-არდაკავშირება “ორბის” პირადი საქმეა. ვახო ბედოშვილის კონტრაქტში გამოსყიდვის პუნქტი იყო, რომელიც მის ყოფილ კლუბსა და “გარეჯს” შორის დადებულ იჯარის ხელშეკრულებაში იყო შეტანილი.
სხვა კლუბებისგან განსხვავებით, რომლებიც ასევე დაინტერესებულნი იყვნენ ფეხბურთელით, ჩვენ ვიცოდით ასეთი პუნქტის არსებობის შესახებ და გამოსყიდვის ოფცია გამოვიყენეთ. ამრიგად, ჩვენ მისი დამატება შევძელით.
შესაძლოა, “ორბის” უფრო მეტი ფულის გამომუშავება სურდა, ვიდრე ეს გამოსყიდვის პუნქტში იყო გათვალისწინებული. ჩვენი გაგებით, არ არსებობს საფუძველი ყველა მხარის მიერ შეთანხმებული და ხელმოწერილი კონტრაქტის პუნქტის გასაჩივრებისთვის.
ორბის ქმედებებზე კომენტარის გაკეთება ჩემი კომპეტენციის სფერო არ არის. გვიხარია, რომ ბედოშვილი Pari NN-ს შეუერთდა. ის ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელი და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მოთამაშეა. ვახოს აქვს პოტენციალი, რომლის გამოვლენასაც ვიმედოვნებთ. გვიხარია, რომ მოვახერხეთ ბედოშვილთან კონტრაქტის გაფორმება და ის ჩვენი გუნდის ნაწილი გახდება”, – თქვა უდალცოვმა.
ეროვნული ლიგა. V ტური. “დინამო” (თბ) – “გარეჯი” [LIVE]
U16. თბილისის ჩემპიონი “ორბი” გახდა
ეროვნული ლიგა. III ტური. “სამგურალი” – “გარეჯი” [LIVE]
სუპერლიგა დაიწყო: სახელცვლილმა გაუ-მ დებიუტანტი “ორბი” ოვერტაიმში დაამარცხა
ეროვნული ლიგა. I ტური. “დილა” – “გარეჯი” [LIVE]
ქუთაისელთა საოცარი გამარჯვება “ორბთან” და ნანატრი ნახევარფინალის საგზური
მოსკოვის “ლოკომოტივმა” მარადიშვილი იჯარით გაუშვა
“დინამო თბილისმა” “სამგურალს” მოუგო, ორი მატჩი ფრედ დასრულდა
სტუმრების დღე: “სამგურალმა” და “გარეჯმა” მოიგეს
